დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია

Zugdidi Daily

2018 წლის ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ ევ­რო­პულ აუქ­ცი­ონ­ზე 32 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სე­თის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვრის, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვის (1805-1879) ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში". ნა­ხა­ტი 1833 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ ძვირ­ფა­სი ნა­ხა­ტის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მკვლე­ვარ­მა და სიძ­ვე­ლე­თა მოყ­ვა­რულ­მა ბეჰ­რუზ ჰუ­სე­ინ­ზა­დემ გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს. ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას ქმნის სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის იმ სა­მო­სახ­ლო­ზე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის აშე­ნე­ბამ­დე. ამი­ტომ მხატ­ვრუ­ლის გარ­და, ნა­მუ­შე­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს. იონა მე­უ­ნარ­გია, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბავს, ყვე­ლა­ზე ძველ და გა­მორ­ჩე­ულ შე­ნო­ბად და­ვით და­დი­ა­ნის (1840-1853) დრო­ე­ბით სამ­ყოფ სახ­ლს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­მე­ლიც 1835 წელს დამ­წვა­რა. ეს ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლია სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ და­ვით და­დი­ა­ნის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ძმას, გრი­გოლს გა­უგ­ზავ­ნა: და­ვით და­დი­ა­ნი „წარ­სულს წელს, 17 დე­კემ­ბერს, სა­სახ­ლე ჩემი ყოვ­ლი­თა­ვე ავე­ჯე­უ­ლო­ბით და­იწ­ვა. ყო­ვე­ლი ესე დაგ­ვა­ვი­წყა უსას­ტი­კეს­მა სენკვე­თე­ბა­მან დისა ჩვე­ნი­სა ნი­ნო­სა­მან, რო­მელ­სა­ცა ეცა ელდა როს იგი აღტყი­ნე­ბა­სა ალ­მუ­რი­სა­სა უვიც­თა მიერ ზა­ხი­ლი იწარ­მო­ვა, და­ვითს ცე­ცხლი მო­ე­კი­დაო“... მთა­ვა­რი იქვე მეგ­რულ ენა­ზე გა­ნაგ­რძობს წე­რილს, რომ­ლის ში­ნა­არ­სი­დან კარ­გად ჩანს, რომ და­ვი­თი შე­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ მხატ­ვრულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ ანი­ჭებ­და: „მუ­თუ­ნი ვა­პ­ჭუ, მარა ოკო ვთქუ­ათ ბრელქ დუ­მა­ჭუ­შო. მუ მე­ნარ­ღე­ბუ­ნა, ვარ­თი ყუდე ორდ მუ­თუ­ნი, თაში თქვიი, ნა­მუ­და ჯვე­ში-ჯვე­ში დი­დე­ბაქ დო ხეშ­ნა­ჭა­რა წიგ­ნეფქ აჭუ­შო“ („არა­ფე­რი დამ­წვია, მაგ­რამ მა­ინც ასე ვთქვათ: ვი­თომ ბევ­რი რამ დაგ­ვეწ­ვა, რა გვე­ნაღ­ვლე­ბა, არც სახ­ლი წარ­მო­ად­გენ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ რა­მეს. ესე თქვი, რომ ძვე­ლი დი­დე­ბა და ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი და­ეწ­ვა-თქო“). ჩერ­ნე­ცო­ვის 1833 წელს შეს­რუ­ლე­ბულ ნა­ხატ­ზე სწო­რედ ის ნა­გე­ბო­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც 1835 წელს და­იწ­ვა. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დი­ა­ნე­ბის სამ­ყოფ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია. ნა­ხა­ტის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ძველ სა­მეგ­რე­ლო­ში მთა­ვარ­თა რე­ზი­დენ­ცია წარ­მო­ად­გენ­და უფრო დიდი ზო­მის სა­მო­სახ­ლოს, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კლა­სი­კურ სა­სახ­ლეს. ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი დიდ ორ­სარ­თუ­ლი­ან ხის ოდას ეკა­ვა, მის გარ­შე­მო კი აშე­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის ბუხ­რე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და სხვ. ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი­დან ისიც კარ­გად ჩანს, რომ ნა­დი­მე­ბი ეზო­ში, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის ქვეშ იმარ­თე­ბო­და. და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვი (1833 წ.) სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის სამ­ყო­ფელს აღ­წერს ფრან­გი მოგ­ზა­უ­რი ჟან შარ­დე­ნიც. მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხატ­ზე გად­მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბას ჰგავს: "აქ არის ცხრა თუ ათი ციხე-დარ­ბა­ზი, მათ შო­რის უმ­თავ­რესს ჰქვია რუხი, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფელს წარ­მო­ად­გენს, ეს ციხე-დარ­ბა­ზი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ისე­თი თხე­ლი და ცუ­დად ნა­შე­ნი ქვის გა­ლავ­ნით, რომ მისი შენგრე­ვა უბ­რა­ლო ია­რა­ღი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა. აქ ზარ­ბა­ზა­ნიც არის, რაც სხვა ციხე-დარ­ბა­ზებს არა აქვთ. აი, რო­გორ არი­ან ისი­ნი მო­წყო­ბი­ლი: ხშირ ტყე­ში, გაშ­ლილ ად­გილ­ზე, აშე­ნე­ბენ ოც­და­ა­თი ან ორ­მო­ცი ფუ­ტის სი­მაღ­ლის ქვის კოშკს, რო­მელ­ში­აც შე­იძ­ლე­ბა ორ­მოც­და­ა­თი ან სა­მო­ცი კაცი მო­თავ­სდეს. ეს კოშ­კი არის ციხე-დარ­ბა­ზის გა­მაგ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი; აქ ინა­ხე­ბა ბა­ტო­ნის და აგ­რეთ­ვე მას­თან თავ­შე­ფა­რე­ბულ­თა მთე­ლი სიმ­დიდ­რე. ამ კოშ­კის მახ­ლობ­ლად ხუთი თუ ექ­ვსი ხის და­ბა­ლი კოშ­კი დგას, სა­დაც ინა­ხე­ბა სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე და სა­დაც ალ­ყის დროს თავს აფა­რე­ბენ ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. გარ­და ამი­სა, ამ ღია ად­გილ­ზე არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქოხი, ზოგი ხით ნა­შე­ნი, ზოგი ტო­ტე­ბი­სა­გან დაწ­ნუ­ლი, ზოგი ბამ­ბუ­კი­სა და ლერ­წმი­სა. მთე­ლი ეს ტე­რი­ტო­რია გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია კედ­ლი­თა და ხში­რი ტყით. და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცია, კრის­ტო­ფო­რო დე კას­ტე­ლის ნა­ხა­ტი ...კოლ­ხე­ბი (მეგ­რე­ლე­ბი) ამ ცი­ხე­ებ­ში იქამ­დე რჩე­ბი­ან, ვიდ­რე მტრის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს; რო­გორც კი სა­შიშ­რო­ე­ბა გა­ივ­ლის, ისი­ნი უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სახ­ლებს... მთავ­რი­სა და დი­დე­ბუ­ლე­ბის სახ­ლებს წინ დიდი ეზო­ე­ბი აქვთ, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა და სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის გარ­ჩე­ვა წარ­მო­ებს; ეს ეზო­ე­ბი კი, რო­გორც მათ უწო­დე­ბენ, წარ­მო­ად­გე­ნენ მე­სე­რით ან ღო­ბით შე­მო­ფარ­გლულ ღია ად­გილს". სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის სა­სახ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას იძ­ლე­ვა იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რი, არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი. მისი თქმით: "მთა­ვარს ორ­მოც­და­ათ­ზე მეტი სა­სახ­ლე აქვს, რო­მელ­თა შო­რის უმ­შვე­ნი­ე­რე­სია ზუგ­დი­დის სა­სახ­ლე. იგი აგე­ბუ­ლია სა­უ­ცხოო ქვი­სა­გან და შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რო­გორც სივ­რცე სი­დი­დით, ისე ფან­ჯრე­ბის, აივ­ნე­ბი­სა და ირა­ნუ­ლი მხატ­ვრო­ბის სიმ­შვე­ნი­ე­რით". ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხატ­ზე ასა­ხუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი ლე­ვან II და­დი­ა­ნის დრო­ინ­დელს არ ჰგავს, ის უფრო გრი­გოლ და­დი­ა­ნის (1788-1804) ეპო­ქის ნა­ხე­ლა­ვი უნდა იყოს. მთავ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აქ დე­დო­ფალ­მა ნინო და­დი­ან­მა (1804-1847) ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რის­თვი­საც მას რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა 2000 ჩერ­ვო­ნე­ცი უწყა­ლო­ბა. ლე­ვან და­დი­ა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ას ეს­ტუმ­რა ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ედუ­არდ აიხ­ვალ­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1825-1826 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა. იგი სა­მო­სახ­ლოს ამ­გვა­რად ახა­სი­ა­თებს: და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს (1878 წ.) "და­დი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ავე­დი ქვის კი­ბით, კა­რით შე­ვე­დი აი­ვან­ზე და ძლივს შე­ვამ­ჩნიე მცვე­ლი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბად ჩაც­მუ­ლი იდგა თო­ფით ხელ­ში. ჩემი შე­მოს­ვლი­სას ის მო­ი­ხა­რა, რათა კარი გა­ე­ღო. ასე თა­ვა­ზი­ა­ნად ზრდი­ლი მცვე­ლე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. პირ­ვე­ლად შე­ვე­დი დიდ, ცა­რი­ელ ძველ დარ­ბაზ­ში, იქი­დან კი სას­ტუმ­რო ოთახ­ში, რო­მე­ლიც ძალ­ზე ლა­მა­ზი ავე­ჯით იყო მორ­თუ­ლი. აქ თვით და­დი­ა­ნი დამ­ხვდა დიდ, წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მა­რე... ამ დარ­ბაზ­ში გარ­და ნე­ტა­რი იმ­პე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრეს სუ­რა­თი­სა, ეკი­და კი­დევ სხვე­ბიც, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი; მათი შეც­ნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. დარ­ბა­ზი უბ­რა­ლოდ იყო შე­ღე­ბი­ლი. და­დი­ან­მა შეს­ვლის­თა­ნა­ვე დამ­სვა წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან დი­ვან­ზე, რომ­ლის წი­ნაც იდგა წი­თე­ლი ხის მრგვა­ლი მა­გი­და". ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­სახ­ლე­ე­ბი ზუგ­დიდ­ში და­ვით და­დი­ა­ნი­სა და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის შემ­დეგ გაჩ­ნდა. და­ვით­მა 1835 წელს დამ­წვა­რი ნა­გე­ბო­ბის ნაც­ვლად ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მალე წა­მო­ი­წყო. "ნამ­დვი­ლი სამ­თავ­რო სა­სახ­ლე" ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი და 28-ოთა­ხი­ა­ნი ყო­ფი­ლა. შე­ნო­ბის შუა ნა­წი­ლი ქვის­გან შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ და მას­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით წაბ­ლის ხის­გან და­მა­ტე­ბი­თი ოთა­ხე­ბი მი­უ­შე­ნე­ბი­ათ. რე­ზი­დენ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად და­დი­ანს, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის თან­ხმო­ბის შემ­დეგ, ყუ­ლე­ვის პორ­ტით ბა­ჟგა­და­უხ­დე­ლად სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­უ­ტა­ნია 25 ათას რუბ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი ავე­ჯი და ინ­ვენ­ტა­რი. ეს ნა­გე­ბო­ბა ყი­რი­მის ომის დროს (1853-1556) ომარ ფა­შამ და­ი­კა­ვა და მას­ში ოს­მა­ლო ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ლა­ზა­რე­თი მო­ა­წყო. ეს იყო 1855 წელს. სა­მეგ­რე­ლოს და­ტო­ვე­ბი­სას კი ოს­მა­ლებ­მა სოფ­ლე­ბი გა­დაწ­ვეს და მათ­თან ერ­თად, მთავ­რის სა­სახ­ლეც. დამ­წვა­რი ნა­გე­ბო­ბა დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­მა აღად­გი­ნა და იგი სა­მეგ­რე­ლოს მმარ­თველ ჭი­ლა­ევს და­უთ­მო, თუმ­ცა მალე სა­სახ­ლე კვლავ ცე­ცხლმა იმ­სხვერ­პლა. შემ­დეგ იგი აღარ აღუდ­გე­ნი­ათ, მის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ქვის კედ­ლე­ბი და­უნ­გრე­ვი­ათ და ნიკო და­დი­ა­ნის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე სამ­თავ­რო სა­სახ­ლის გარ­და, და­დი­ანს მთავ­რი­სე­ულ ბაღ­ში სას­ტუმ­რო, იგი­ვე ჯვა­რე­დი­ნა სა­სახ­ლეც აუ­გია. 1848 წლის აღ­დგო­მას აქ შეხ­ვედ­რია მარი ბრო­სე, რო­მელ­მაც შე­ნო­ბის გეგ­მა და აღ­წე­რი­ლო­ბა შე­ას­რუ­ლა: "ზედა სარ­თუ­ლიც ჯვრის მსგავ­სად ფიც­რის­გა­ნაა აგე­ბუ­ლი. აქ არის ერთი ლა­მა­ზი კიბე, რო­მე­ლიც ას­ცილ­დე­ბა თუ არა მი­წას, მალე იყო­ფა ორად და ადა­მი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბის ზედა დარ­ბაზ­ში აჰ­ყავს. დარ­ბა­ზის შუ­ა­ში გაშ­ლი­ლია ჯვა­რე­დი­ნა სუფ­რა, 32 ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. ეს სუფ­რა მთავ­რის ოჯახს ეთ­მო­ბა; წვე­უ­ლე­ბის დარ­ბაზს ამ­შვე­ნებს ინ­კრუს­ტი­რე­ბუ­ლი, ჩუ­ქურ­თმე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, შა­ვად და ყვით­ლად შე­ღე­ბი­ლი ხის ჭერი, რო­მელ­ზეც ჰკი­დია ხის ჯაჭ­ვი კან­დე­ლის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ოთხი­ვე მხა­რეს, კედ­ლე­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზე მიდ­გმუ­ლია სკა­მე­ბი, რო­მელ­ზე­დაც ეტე­ვა სა­მას­ზე მეტი კაცი და როცა მა­გი­დებს მო­უ­მა­ტე­ბენ, 500 კა­ციც. თი­თო­ე­ულ დარ­ბაზს აქვს მსგავ­სი ჩუ­ქურ­თმე­ბი­თა და სკულპ­ტუ­რე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჭერი. სა­სახ­ლის გარ­შე­მო გაშ­ლილ აივ­ნებ­ზე, სვე­ტებ­შუა გა­ყო­ლე­ბუ­ლია ხი­სა­გან ხე­ლოვ­ნუ­რად ნა­ქარ­გი ორ­ნა­მენ­ტე­ბი. ღა­მით გა­ნა­თე­ბუ­ლი ეს აი­ვა­ნი შო­რი­დან მე­ტად­რე კარ­გი სა­ნა­ხა­ვია, სა­სახ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა ოს­მა­ლუ­რია, აქ ვიწ­როდ შეჭ­რი­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი თა­ღე­ბი აშ­კა­რად სჭარ­ბობს". სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სა­სახ­ლე უნა­ხავს მო­რის ვაგ­ნერს 1843-1846 წლებ­ში, რო­მე­ლიც რე­ზი­დენ­ცი­ას "დი­დე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს" უწო­დებ­და. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #ისტორია #დადიანები #ხელოვნება #ევროპა #zugdididaily წყარო: ambebi.ge