თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს დღეს, 14:00 საათზე შეხვდებიან
Pirveliradio Ge
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გენერალური პროკურორი შეხვდება.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ აცნობა, ირაკლი შოთაძე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს დღეს, 14:00 საათზე შეხვდება.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ადვოკატთან ერთად დღეს ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძეს მიმართა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.