ახმედ ზაკაევი კორონავირუსის გამო ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141012 დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ახმედ ზაკაევი, კორონავირუსის სიმპტომებით ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ზაკაევის ახლობლები ამბობენ, 6 აპრილს მას სუნთქვის პრობლემები დაეწყო. მანამდე კი ჩOVID-19-ის სიმპტომები, ციება და ხველა, ზაკაევის ოჯახის სხვა წევრებსაც აღმოაჩნდათ. გავრცელებული ცნობით, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ზაკაევის ნათესავებს სთხოვეს, ხელმოწერით დაედასტურებინათ თანხმობა, პაციენტის მკურნალობის დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებაზე. წყარო: რადიო თავისუფლება