თუ სუბარს შეუძლია ტესტი ჩაიტაროს, კარანტინში გადაყვანილებმა რა დააშავეს?-კანდელაკი

Pirveliradio Ge

თუ სუბარს შეუძლია ტესტი ჩაიტაროს, კარანტინში გადაყვანილებმა რა დააშავეს?- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, უსამართლო და გაუგებარია. „თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, ვინც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში. ან რატომ არ შეიძლება რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა რაც ბიზნეს ვიზიტორების მიმართ, რომლებიც თავსდებიან 24-საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?“, - განაცხადა კანდელაკმა.