ბევრი მოწიეს და ცოტა მოუკლონ-მდინარაძე "გირჩის" ინიციატივაზე

Pirveliradio Ge

ბევრი მოწიეს და ცოტა მოუკლონ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად პარტია "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს. მდინარაძის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი, როდესაც მანქანებთან დაკავშირებით „გირჩი“ აქტივობას დაიწყებს. „ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს. არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე მერე ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და ცოტა მოუკლონ სჯობს“, - განაცხადა მდინარაძემ.