"ნაციზმი შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაამარცხეს
Tbilisi Daily
ნაციზმი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს. -ნათქვამია ვიდეოში, რომელსაც თეთრი სახლი "ინსტაგრამზე"
"ამერიკის სული ყოველთვის გაიმარჯვებს. საბოლოო ჯამში სწორედ ასე ხდება", - ნათქვამია ვიდეორგოლში.
ცოტა ხნის წინ პენტაგონმა წარადგინა ვიქტორინა, რომელიც ნაციზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა. მასში ნათქვამია, რომ ომი პოლონეთში გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეჭრის შედეგად დაიწყო.
ვიდეორგოლში მოკლედ არის აღწერილი აშშ-ის როლი მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ისტორია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.