ქობულეთში, კირიონ მეორის სახელობის სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთის, წმიდაკირიონ მეორის სახელობის სკოლაკორონავირუსისშემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი სკოლის ორ პედაგოგს და ორ მოსწავლეს დღეს დაუდასტურდა. ისინიამ დროისთვის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სკოლის დირექტორის მოადგილე, ვახო ქობულაძის თქმით, კოვიდით2 პედაგოგს და 2 მოსწავლეს რის გამოც სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. „თავიდან აიტი მიმართულების პედაგოგს დაუფიქსირდა კოვიდი, რომელმაც დილიდან სკოლის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის მდგოომარეობის გამო აცნობა და საქმის კურსში ჩააყენა. დამატებითი რისკების თავიდან ასარიდებლად, მას სკოლაში გამოცხადება შეეზღუდა და დაუყოვნებლივ PCR ტესტირების ჩატარება მოვსთხოვეთ. რაც შეეხება მე-2 პედაგოგს ინგლისურის მასწავლებელსაც დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა აიტი მიმართულების პედაგოგთან. კოვიდით ასევე დაინფიცირდა, 1-7 კლასის ორი მოსწავლე, რომლებსაც არანაირი გართულებული სიმპტომები არ გააჩნიათ' - აცხადებს ვახო ქობულაძე. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მადონა გოგიტიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, როცა დასტაბულურდება სკოლას მიეცემა საშუალება სრულად დაუბრუნდეს ფიზიკურ სწავლებას. 'კონტაქტირებულ პირების ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. კიდევ მოხდება გადამოწმება და ამის მერე თუ საბოლოოდ ყველაფერი წესრიგში იქნება, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, სრულად დაუბრუნდეს ფიზიკურ სწავლებას. ასევე, ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცა მიმართავს სკოლას ოფიციალური სარეკომენდაციო წერილით და სკოლა იმოქმედებს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად“ სკოლაში დისტანციური რეჟიმი 11 მარტიდან, 22 მარტამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, აღნიშნულ სასულიერო სკოლას, საჯარო სკოლების მსგავსად არ გამოუყენებია საგაზაფხულო არდადეგები.