ქუჩების დეზინფექცია ქუთაისშიც ჩატარდება

Kutaisi Daily

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა და დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის მას მადლობა გადაუხადა. დეზინფექცია სპეციალური ხსნარებითა და აპარატურით თბილისის ქუჩებში გუშინ ღამით განხორციელდა . გახარიამ თავის მრჩეველს, სოზარ სუბარს , ანალოგიური სამუშაოების რეგიონულ ცენტრებში ჩატარება დაავალა. სავარაუდოდ, მითითება უახლოეს დღეებში შესრულდება და ქუთაისის ქუჩების დეზინფექციაც მოეწყობა. #გახარია #დეზინფექცია #kutaisidaily