ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა

Pirveliradio Ge

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა. ამის შესახებ გამოცემა Swissinfo გერმანულ Der Spiegel-ზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა და მისი მოწამვლის ფაქტის ბოლომდე გამოძიების პირობა მისცა. ალექსეი ნავალნი ბერლინში მდებარე შარიტეს კლინიკაში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა. გერმანიის დედაქალაქში ის რუსეთიდან მას შემდეგ ჩაიყვანეს, რაც ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა.