ზუგდიდელი მეკარე, 18 წლის ლუკა მიქაია., გაჭირვებულებს დაეხმარება
Zugdidi Daily
ზუგდიდელი მეკარე, 18 წლის ლუკა მიქაია, გაჭირვებულებს დაეხმარება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მეკარემ ლუკა მიქაიამ 10 ოჯახის დახმარება გადაწყვიტა.
ლუკა მიქაიამ 10 ოჯახის დასახმარებლად 500 ლარი გაიღო. ლუკა 18 წლის სპორტსმენია, ის კვიპროსის საფეხბურთო კლუბ “ანართოსისის” მეკარეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
,,იგი დღეს მხარში უდგას საკუთარ ქალაქს, ეს ახალგაზრდა ადამიანი თანაქალაქელებს სურსათით უზრუნველყოფს! განსაკუთრებული მადლობა 18 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ესოდენ დიდი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია, ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი! ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ასეთი სოლიდარობა! მადლობა ლუკას, მადლობა ყველას, ვინც იკისრა ქველმოქმედება, მაშინ, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ეს ყველაფერი!”
#ზუგდიდი
#მეკარე
#სპორტსმენი
#გაწეულიდახმარება
#მერისმიადგილე
#zugdididaily