"ოცნება" "ჩამკეტი მექანიზმის" გამო,პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს

Tbilisi Daily

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მელ­მაც ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ხმე­ბის 48.15% მი­ი­ღო, ამ შე­დე­გით, ჯამ­ში პარ­ლა­მენ­ტში 90 დე­პუ­ტატ­ზე მეტს ვერ შე­იყ­ვანს - ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის მო­გე­ბის შე­თხვე­ვა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბი­დან ერთი მან­და­ტის მოკ­ლე­ბა მო­უ­წევს. აქ ე.წ. “ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი“ მოქ­მე­დებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მან­და­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში, პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი, ამა­ვე პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის ერთი მე­ო­თხე­დის ჯამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ეს ფორ­მუ­ლა კი იმას ნიშ­ნავს, რომ თუკი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 48.15% (61 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი) არ შე­იც­ვა­ლა და ამავდრო­უ­ლად, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ამ 30-ვე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი მო­ი­გო, პარ­ლა­მენ­ტში 91-ის ნაც­ვლად, 90 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მან­და­ტი მას პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ჩა­მო­აკ­ლდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მოკ­ლე­ბულ მან­დატს, მას სხვა უკე­თე­სი შე­დე­გის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი მი­ი­ღებს. ასე­თი კი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“.