ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტს სურს რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის შემდგომი შესწავლა და ამტკიცებს, რომ შოტლანდიის კენჭისყრაში ჩარევა მოხდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ უნდა გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი ევროპის კავშირიდან  ბრიტანეთის გასვლის თაობაზე 2016 წლის რეფერენდუმში თუმცა,  "რთული - და ალბათ შეუძლებელიც კი" იქნება ჩარევის ამ ბრალდებების დამტკიცება, რომელსაც კრემლი უარყოფს. ანგარიშში, რომელმაც პოლიტიკური ვებსაიტის, Guido Fawkes-ის გზით გამოჟონა ვიდრე ის ოფიციალურად გამოვიდოდა 21 ივლისს, აღნიშნულია, რომ რუსეთი  ბრიტანეთს მიიჩნევს დასავლეთში თავისი დაზვერვის „ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ“,  სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებთან მისი მჭიდრო ურთიერთობის გამო.  ანგარიში, რომლის შედგენა 2019 წლის მარტში დასრულდა და თავდაპირველად პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს წარუდგინეს ოქტომბერში, გავრცელდა კრიტიკის ფონზე - რომ მთავრობამ შეაყოვნა მისი გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ უხერხულობისგან დაეცვა ჯონსონი და მისი კონსერვატორული პარტია . ოპოზიციურმა ლეიბორისტურმა პარტიამ დაადანაშაულა მთავრობა იმაში, რომ მან ანგარიში არ გამოაქვეყნა იმიტომ, რომ ეს გააჩენდა შემდგომ კითხვებს რუსეთსა და ბრექსიტის სასარგებლოდ წარმართულ კამპანიას შორის კავშირების შესახებ ევროპის კავშირის წევრობის თაობაზე 2016 წლის რეფერენდუმში, რომელიც ჯონსონის დახმარებით ჩატარდა. ძლიერად რედაქტირებულ ანგარიშში თითქმის არ იყო მოხსენიებული 2016 წლის რეფერენდუმი. თუმცა, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ რუსეთს ჰქონდა მცდელობა ჩარეულიყო 2014 წლის რეფერენდუმში შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30739596.html #ახალი_ამბები #twitter