თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს
Tbilisi Daily
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ ითხოვს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას და მასალების გაცნობას.
"საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის) , ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე ხვალვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ ხვალ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და ხვალევე მოხდეს საქმის მასალის გაცნობა.
ჩემთვის, უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, შაქარაშვილის საქმეზე ბიძამის ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 4 დღის შემდეგ, გუშინ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს.