მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი „შელახონ, შელანძღონ და გააფუჭონ“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად საჭირო 12 პუნქტის შესრულებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, პარლამენტში არის არის „ოპოზიციის არც თუ ისე მცირედ წარმომადგენელი“, რომლებიც საქართველოს ინტერესებზე წინ „მერკანტილურ და ვიწროპარტიულ“ ინტერესებს აყენებენ. „მათ არ უნდათ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეცდებიან, რომ პროცესი შელახონ, შელანძღონ გააფუჭონ და საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32028589.html

Source: radiotavisupleba.ge