რამდენად ესადაგება ზაზა ოქუაშვილის რუსული პასპორტი „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს

Tbilisi Daily

„მთავარი არხის“ მეწილე და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი რუსეთის მოქალაქეა. „იმედის კვირა“ დაინტერესდა თუ რამდენად ესადაგება პარტიის ინტერესებს პარტნიორის რუსეთის მოქალაქეობა. ნიკა გვარამიამ გაიკვირვა და როგორც თქვა, „იმედისგან“ გაიგო, რომ მის პარტნიორს რუსული პასპორტი აქვს. ისურვებდა, რომ ოქუაშვილმა ეს პასპორტი დაწვას. ამბობს რომ „რუსეთუმეობა“ მისთვის მიუღებელია, თუმცა არც იმას მალავს, რომ მიზნის მისაღებად ბიზნესმენის გვერდში დგომას, რუსული პასპორტი ვერ გადაწონის.