ქუთაისის ინფექციურში 102 წლის კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს

Kutaisi Daily

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. პაციენტი კლინიკაში 1-ლ ნოემბერს შეიყვანეს. ის ერთ-ერთი ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თანმდევი დაავადებები აღენიშნება. კლინიკაში მკურნალობას 76 პაციენტი აგრძელებს. 11 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily radiodk.ge