ლევან დავითაშვილი: "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ადგილობრივების გრძნობებზე თამაშობენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით პრემიერისგან მიღებული დავალების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად ჩავა და ადგილზე გაეცნობა ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის პროტესტს. მინისტრი თვლის, რომ მათ ხელთ არსებული საექსპერტო დასკვენების საფუძველზე მოახერხებენ მოსახლეობის დარწმუნებას და პროექტი წარმატებით განხორციელდება.
ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისში. ვინაიდან ქვედა ნამახვანი იმერეთის ტერიტრიაზეა განთავსებული და მოიცავს წყალტიბოს რაიონის სოფლებს და მინისტრის თქმით, მშენებლობისთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზეა გაცემული.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყეტილება, ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან ბევრ საექსპერტო ჯგუფთან კომუნიკაციითაა მიღებული, თუმცა, მისი სიტყვებით, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და აუცილებელი გახდა დამატებითი კომუნოკაცია. ლევან დავითაშვილის, თქმით გარემსადაცვითი შეფასების პროცესში მიღებული დასკვნები იქნება ის არგუმენტი რომლითაც ადგილობრივ მოსახლოებას დაელპარაკებიან.
„ალპებში მსგავსი რელიეფი, მსგავსი გარემოპირობებია და იქ არის ყველაზე მეტად განვითარებული ჰოდრო ელექტრო ენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხლები, რომელიც აქ არის მოცემული და იქ დაშვებულია და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად თეორიული შანსიც არ არსებობს იმისი, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, რომელიც არ ყოფილა ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის ნაგებობეთან მიმართებით, ფაქტობრივად გამოირიცხება და ამას ამბობენ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის ექსპერტები, მაშინ როცა ჩვენ გვესმის საწინააღმდეგო, არაფერზე დაფუძნებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
მისი სიტყვებით გულსატკენია, რომ ისეთი ტიპის საკითხებზე საუბრისას როგორიცაა კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები როგორია ქანები და ა.შ აპელირებენ თითქოს არ ყოფილა საჯარო განხილვები. მისი სიტყვებით გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ქვეყნებდა საიტზე და ოპონენტებმა ეს იციან, თუმცა ლევან დავითაშვილს უჩნდება ეჭვი რომ „ამ ადამიანებს გარკვეული დღის წესრიგი გააჩნიათ და ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ მათი გრძნოები გამოიყენონ“, რაც, მისი შეფასებით, უპასუხისმგებლობაა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ სწორი ობიექტური აზრი და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზრს, რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა იმდენად დიდი იქნება ჩვენი პასუხი. ეს არის ბევრი ჯგუფი, ეს არის ადგილობრივები, სხვადასხვა ენთუზიასტები, ვითომ ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლები, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას "ნამახვანჰესზე" სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა. მინისტრებმა დავალება მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიიღეს.
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.
კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.
შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31132904.html
#ახალი_ამბები
#twitter