ნიდერლანდებში აფეთქება მოხდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ნიდერლანდებისქალაქ ბოვენკასპერში კოვიდ-19-ზე ტესტირების ცენტრის მახლობლად აფეთქება მოხდა. პოლიციის განცხადებით,ეს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელებული დანაშაული იყო. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 55 წუთზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა რკინის მილში იყო ჩამონტაჟებული და იგი ტესტირების ცენტრის შენობის გვერდით მდებარე ქუჩაზე ამოქმედდა.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.