აჭარაში კოვიდ19-ით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება

Tbilisi Daily

მწვანე ზონად გამოცხადების შემდეგ უკვე კორონავირუსის მე-15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. კოვიდ-19 -ის ბოლო შემთხვევაში ინფიცირებულ ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. მას ვირუსი გეგმიური შემოწმების შედეგად დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში 10 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.