საჭიროა მედპერსონალის ეკიპირების გრძელვადიანი მარაგები და ამის მზაობა არის - ხუნდაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140755 ეკიპირება დღეს მოქმედ კლინიკებში არის, მაგრამ საჭიროა გრძელვადიანი მარაგები. ამის მზაობა არის - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. "შევამოწმეთ ქუთაისი და ვნახეთ ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა შეესაბამება სტანდარტებს, მედპერსონალი არის გადამზადებული და ტრენინგები გავლილი აქვთ. ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები მომლოდინე კლინიკებში და ეს ხარვეზები დაკორექტირდება. მოსალოდნელი კრიზისული ფაზა, სადაც იქნება ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ეკიპირება დღეს მოქმედ კლინიკებში არის, მაგრამ საჭიროა გრძელვადიანი მარაგები. ამის მზაობა არის“, - განაცხადა ხუნდაძემ.