სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე

Tbilisi Daily

რუსთავის გზატკეცილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. სამართალდამცავებმა 2 ავტომობილი გააჩხრიკეს. სავარაუდოდ, ავტომობილებიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყებაში სხვა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებენ.