გორში „ვისოლ-ჯგუფის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს Covid-19 დაუდასტურდათ
Gori Daily
გორში, „ვისოლ-ჯგუფის" და „ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კოვიდ19 გორის მახლობლად, "ვისოლ ჯგუფის" დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებული 62 წლის ქალია, რომელსაც თანმდევი დაავადება - დიაბეტი აქვს.
"სიცხეები რამდენიმე დღე გამიგრძელდა, მაქვს სისუსტე და მახველებს. ჯერ ბრონქების ანთება დამიდგინდა, თუმცა შემდეგ ვირუსზე ჩავიტარე ანალიზი და დამიდასტურდა", - ამბობს ინფიცირებული, რომელიც ბინაზე მკურნალობს.
კოვიდ19 დაუდასტურდა "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთ თანამშრომელსაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ორივე ინფიცირებულის კონტაქტებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#goridaily #კორონავირუსი #შიდაქართლი #გორი #ახალიამბები
წყარო: რადიო მოზაიკა