გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. უფრო ზუსტად ქვეყანაში ვირუსისგან დაიღუპა 30 076 ადამიანი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მდივანმა რობერტ ჯენრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახლა დიდ ბრიტანეთს ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.