ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი-ეზუგბაია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139802
ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი მისი კვლევები გაგრძელდება და 48 საათიანი კვლევების დინამიკით შევაფასებთ შემდგომში მის პროგნოზულ მდგომარეობას-აცხადებს ინფექიუცი საავადმყოსო სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.
„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა, დილით იყო 66 და ამ დროისთვის არის 70 პაციენტი. აქედან 1 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და 3 სხვა კლინიკაში. ჯამში ჩვენს კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტია. დაემატა ერთი პაციენტი, რომელმაც დატოვა კლინიკა, ამ ეტაპზე 9 გაწერილი პაციენტი გვყავს.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი მისი კვლევები გაგრძელდება და 48 საათიანი კვლევების დინამიკით შევაფასებთ შემდგომში მის პროგნოზულ მდგომარეობას. ამჟამად უცვლელია და კვლავ მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ