ბუკნარში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის' წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარიდეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მაჟორიტარსუთხრა, რომ ის მოსახლოებას მეჩეთის მშენებლობა დაჰპირდა და ეს უნდა შეასრულოს.ვასილ ჩიგოგიძემ კი მასპროვოკატორი უწოდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმატერიტორიიდანგაიყვანეს. ჩოხატაურის მერიირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოლაპარაკების ჩაშლას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ცდილობს. სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.