Ბათუმის საკათედრო ტარი გაქურდეს
Tbilisi Daily
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მამა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქურდობის ფაქტი დაუდასტურა. რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა, ეს დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.
news
ბათუმი ქურდობა
tbilisidaily