"გუგლი" მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო 1.1 მილიონ ევროს გადაიხდის

ამერიკის ხმა

საფრანგეთში ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ "გუგლის" ორმა ოფისმა ირლანდიაში და საფრანგეთში მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. საუბარია სასტუმროების რეიტინგზე, რომელსაც გუგლის აპლიკაცია ადგენს.  კანონის დარღვევის გამო კი "გუგლი" იძულებულია 1.1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს, რაც 1.34 ამერიკული დოლარია. ჯარიმა "გუგლს" საფრანგეთმა ოფიციალურად დააკისრა.  საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გამოვლენილი დარღვევის გამო, "გუგლმა" უკვე შევალა სასტუმროების რეიტინგის პრაქტიკა. ცვლილება სისტემაში 2019 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.  https://www.amerikiskhma.com/a/france-fines-google-1-1-milion-euros-over-hotel-rankings-practices/5778883.html #ახალი_ამბები #მეცნიერება_და_ტექნოლოგიები #სხვა_სიახლეები