19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება - ნიუ-იორკის გუბერნატორი დახმარებას ითხოვს
Mediamall
ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ადამიანების 80% ახალი კორონავირუსით დაავადება, ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ მთავრობასთან ერთად ცდილობს ვითარების კონტროლს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუბერნატორი აცხადებს, რომ უნდა გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა რათა შტატმა მოახერხოს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაავადებულ ადამიანს.
"ვერ ვიტყვით რომ გავაორმაგოთ საავადმყოფოების შესაძლებლობები, მაგრამ 50%-ით მაინც უნდა გავზარდოთ, რომ ვითარებას გავუმკლავდეთ," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შტატში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს. ქალაქ ნიუ-იორკში დაინფიცირებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად ნიუ-იორკში კორონავირუსზე ტესტირება უტარდება 16 000 ადამიანს.
#usa
#newyork
#covid19
#coronavirus