სალომე ზურაბიშვილი ნინოობას ფოკაში აღნიშნავს

Tbilisi Daily

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. თარიღს განსაკუთრებულად ზეიმობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში. სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა იმ ადგილზე აღავლინა, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდა ნინომ შეისვენა. ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მათ შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი. მსვლელობა 42 დღის შემდეგ, სვეტიცხოველში დასრულდება.