მანანა ეზუგბაია- ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება. დანარჩენი ოთხის შემთხვევაშ კი საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობაა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ დაავადების მიმდინარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. „პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენაც წავალთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება. მაგრამ, მე სულ ვლაპარაკობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს. #კორონავირუსი #პნევმონია #ინფიცირებულები #მანანაეზუგბაია #tbilisidaily https://feedc.com