აჭარაში კორონავირუსზე უფასო ტესტირებას ყველა მსურველი ვეღარ ჩაიტარებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარაშიშემცირდა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც საშუალება აქვთ კორონავირუსზეუფასო კვლევა ჩაიტარონ.ადამიანს ტესტირება იმ შემთხვევაში ჩაუტარდება, თუ ის ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, ასევე წარმოადგენს რისკჯგუფს, ან აქვს covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ არამიზნობრივი ჯგუფების ტესტირებაც ხდებოდა,ასე კი ლაბორატორიების გადატვირთვას თავიდან აიცილებენ.
დილიდან რიგები იყო იმ პოლიკლინიკებთან, სადაც ტესტის ჩაბარებაა შესაძლებელი. მათ შორის იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სამსახურში წარსადგენად სჭირდებათ, ან გეგმიური ვიზიტი აქვთ ჩანიშნული სამედიცინო დაწესებულებაში და შესაბამისი ცნობის წარდგენა სურდათ. ეს ჯგუფები კი მიზნობრივ კატეგორიაში აღარ შედიან. ისინი ტესტის ჩატარებას და პოლიკლინიკაში ცნობის აღებას ვერ ახერხებენ.
''ოპერაცია მაქვს ჩანიშნული, გამომიშვეს ტესტირების ჩასატარებლად.აქ მოვედიდა მითხრეს ამ კატეგორიაზე არ ვაკეთებთდა ცნობას ვერ გავცემთო. მე ვერ ვხვდები სად წავიდე?სასწრაფოოპერაცია მაქვს გასაკეთებელი'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მოქალაქემ.
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომარ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც კლინიკას ავალდებულებს ყველა მიღებულპაციენტს ჩაუტარდეს პისიარ ტესტირება.
''არსებობენადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავისი სურვილითიტარებენ ტესტირებას.დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა ადგილას ვიზიტი, მათ შორის სამედიცინოდაწესებულებაში. ასევე ადამიანები, რომლებსაც სამსახურში წარსადგენად ცნობა სჭირდებათ. არ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც კლინიკას ავალდებულებს ყველა მიღებულპაციენტს ჩაუტარდეს პისიარ ტესტირება.ექიმს აქვს ვალდებულება, რომპირადი დაცვის საშუალებებით თავი დაიცვას და არა პაციენტის მიერ მიტანილი დასკვნის ფურცლით. ასე წვალდება მოქალაქე და ეს არ ეტევა მიზნობრიობაში, რომელიც სახელმწიფომ განსაზღვრა'' - განაცხადა ბექა იოსელიანმა.
აჭარაში ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე მოქალაქეები ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. მათ შორის დაგვიანებულ პასუხებზე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთეული შემთხვევები არის,სისტემა სრულად რამდენიმე დღეში გაიმართება,მსგავსი პრობლემები კი აღმოიფხვრება. ნონა ეფაძის განმარტებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს,ბინაზე მიაკითხავენ და ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას.
''იმისათვის, რომ არ მოხდეს ლაბორატორიების გადატვირთვა, ხდება მხოლოდ მიზნობრივად შერჩეული კონტაქტების განსაზღვრა. ვისაც რეალური რისკი აქვს. მხოლოდ ინტერესის გულისთვისარ უნდა ჩატარდეს ტესტირება'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აჭარაში ტესტირების ოპტიმალური მაჩვენებელი 1500-დან 2000-მდე მერყეობს.
''ბოდიში მოვიხადე წინა სხდომაზეიმის გამო, რომ აჭარაში დღეში გვქონდა 4, 5, ან 6000 ტესტი, ეს რთული გამოდგა რეგიონისთვის დადამატებითი ტვირთი ლაბორატორიებისთვის. ამიტომ ქონდა ადგილი პასუხების დაგვიანებას, ეს ნელ-ნელა სწორდება და ორ-სამ დღეშიკალაპოტში ჩავდგებით'' - თქვა ბრიფინგზე ამირან გაყრელიძემ.
ბოლო პერიოდში მოქალაქეები საუბრობდნენ, რომ 21, 22 და 23 სექტემბერს ჩაბარებული ტესტის პასუხები არ მიუღიათ და ისინი ფიქრობენ, რომ ნიმუშები დაიკარგა.
ბექა იოსელიანი კი განმარტავს, რომ აღნიშნულ პერიოდშიშეფერხება იყო. ერთ-ერთი ლაბორატორია დროებით ვერ მუშაობდა, რის გამოც ნიმუშები საქართველოს სხვა რეგიონებში გაიგზავნა.საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრშიაჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ შემცირდა ლოდინის ვადა და მოქალაქეებს კორონავირუსზეტესტირების პასუხს24 საათის განმავლობაში მიაწვდიან.