ქუთაისის აეროპორტი დროებით დაიხურა

Kutaisi Daily

ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მგზავრებს, რომელთაც ფრენა გაუუქმდათ, თანხა უკან დაუბრუნდებათ. "თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ავიაკომპანიის ცხელ ხაზს. 0706777483", - პასუხობენ მომხმარებლებს wizz air-ის ვებგვერდზე. აქვე, უცვლელად გთავაზობთ კომპანია Wizz Air-ის განცხადებას: “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება: ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე იტალია – 3 აპრილამდე ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე,”- ნათქვამია განცხადებაში. #ქუთაისი #აეროპორტი #wizzair #ფრენები #kutaisidaily