Post

Tbilisi Daily

თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა... თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე მუშა კი პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. #თბილისი #მშენებლობა #მუშა #ტრაგედია #კანონი #news