ჩეხეთში კორონავირუსის 15 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 15 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 238 323-მმდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ ჩეხეთში 15 000-ს პირველად გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 126 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1971-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 10.7 მილიონს შეადგენს.