საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Kutaisipost

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 278-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 91. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 829 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 229 პირი, აჭარაში - 736, იმერეთში - 891. http://www.kutaisipost.ge/ka/statiebi/2020-03-20-13-46-51/article/20151-saqarthveloshi-koronavirusis-399-akhali-shemthkhveva-dafiqsirda