კორონავირუსი შეიძლება, არასდროს გაქრეს — WHO
On.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შეიძლება არასდროს გაქრეს.
13 მაისის ბრიფინგზე საუბრის დროს, ჯანმოს საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ ვაქცინის აღმოჩენის მიუხედავად ვირუსთან ბრძოლას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
"შესაძლოა ეს ვირუსი ჩვენს საზოგადოებაში კიდევ ერთი ენდემიური ვირუსი გახდეს და არასდროს გაქრეს. აივ ინფექცია არ გამქრალა, მაგრამ მოვახერხეთ მისი კონტროლი. მე არ ვადარებ ერთმანეთს ამ ორ დაავადებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რეალისტები ვიყოთ. არ მგონია, რომ ვინმე შეუძლია იწინასწარმეტყველოს როდის შეიძლება დაავადება გაქრეს."
#news
#politics
#Covid19
https://on.ge/story/56107-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-who