ქვემო ქართლში ინფიცირების 89 შემთხვევიდან, 16 გარდაბანში დაფიქსირდა

Tbilisi Daily

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 89 შემთხვევიდან, 16 გარდაბნის მუნიციპალალიტეტში დაფიქსირდა. გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ მარინა გოგოლაძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირებულების კონტაქტების დადგენის მიზნით. „გასულ დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გვქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროულად მოხდეს კონტაქტების გამოვლენა და მათი კარანტინში ან თვითიზოლაციაში მოთავსება. ბოლო 24 საათში, 16 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეორე ტალღის პერიოდში, დღეისათვის სულ 190 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კოვიდინფიცირების, აქედან მხოლოდ 11 გამოჯანმრთელდა, თუმცა ამ დღეებში ველოდებით გამოჯანმრთელებულების რაოდენობის მატებას“, - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.