აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 570 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 115 ადამიანი გარდაიცვალა და 5 309 გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯნში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.