9-წლიანი ლოდინის შემდეგ ქალმა ტყუპები გააჩინა, თავად კი დაიღუპა
Tbilisi Daily
თბილისში, მშობიარობის შედეგად 41 წლის ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს კლინიკა „ჰერაში” მოხდა. გარდაცვლილი თამუნა მინაშვილია.
მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.ახალშობილები გადარჩნენ,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქგანადგურებულები ვართ, დაველოდებით ექსპერტიზის პასუხს, – ამბობს გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილი ნინო მინაშვილი.
„მე მილანში ვარ და რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თავად არაფერი ვიცი კონკრეტული. სანამ ექსპერტიზის პასუხები არ იქნება, რა უნდა თქვათ. განადგურებულები ვართ,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ნინო მინაშვილმა.
წყარო : პრაიმტაიმი
#ახალიამბები