ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“ და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიახლეებზე ისაუბრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყება და გამოაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“ მსოფლიო არენაზე. ბაიდენის პირობით, ის წინ აღუდგება ჩინეთსა და რუსეთში ავტორიტარიზმს და კვლავ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან.
პრეზიდენტის რანგში თავის პირველ საგარეო-პოლიტიკურ გამოსვლაში ბაიდენმა 4 იანვარს განაცხადა, რომ მისი ადმინასტრაციის სწრაფვა იქნება იყოს ლიდერი მსოფლიოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია სათანადოდ უნდა შეხვდეს მზარდ ავტორიტარიზმს, ჩინეთის მომატებული ამბიციების, გაეჯიბროს აშშ-ს, და რუსეთის გადაწყვეტილების ჩათვლით, დააზიანოს და ძირი გამოუთხაროს ჩვენს დემოკრატიას“.
რაც შეეხება რუსეთს, ჯო ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გადაცდომებზე არ რეაგირებდა.
„მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით, რომ ჩაიარა იმ დღეებმა, როცა შეერთებული შტატები უმოქმედოდ ხვდებოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს - ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმებს, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას.“ თქვა ბაიდენმა 4 თებერვალს. მან ასევე მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. „ჩვენ არ მოვერიდებით იმას, რომ რუსეთს ძვირად დავუსვათ ეს,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა ისაუბრა ჩინეთზე. მისი ადმინისტრაცია ესწრაფვის აშშ-ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა მიმართოს აზია-წყნარი ოკეანისკენ. ბაიდენმა ჩინეთს უწოდა აშშ-ის „ყველაზე სერიოზული კონკურენტი“ და თქვა, რომ აშშ უშუალოდ მიიღებს გამოწვევებს, რომლებიც დგას აშშ-ს კეთილდღეობის, უსაფრთხოების და დემოკრატიული ფასეულობების წინაშე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31088033.html
#ახალი_ამბები
#twitter