ვინ იყო კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა ინფიცირებული
Tbilisi Daily
ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა, 30 წლის აინიტ ღაზაიანია. ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან იყო. უცხო ენების პედაგოგი სოფლის სკოლაში ასწავლიდა.
ნინოწმინდის კლინიკის მთავარი მენეჯერის თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 17 ოქტომბერს, სუნთქვის გართულების გამო მიმართა. ნატო ირემაძე ამბობს, რომ პაციენტი ცხელების სინდრომით თბილისში გააგზავნეს. ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა.
მკურნალი ექიმის თქმით, ჰქონდა ჭარბი წონა და თანმხლები დაავადებები. ცხელების ცენტრში მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა იგი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პასუხი მოვიდოდა.