ელიავას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა
Tbilisi Daily
ელიავას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. განადგურებულია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.