ზელენსკიმ პოსტიდან დაითხოვა წამყვანი სამხედრო მეთაური, მიზეზს არ ასახელებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს პოსტიდან დაითხოვა წამყვანი სამხედრო მეთაური, რომელიც მონაწილეობას იღებდა რუსეთის ძალების წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლაში.
პრეზიდენტს გათავისუფლების მიზეზი არ დაუსახელებია. მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ერთი წინადადებისგან შემდგარი განცხადება, რომელიც იუწყება ედუარდ მოსკალიოვის გათავისუფლებას უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან. მოსკალიოვი ამ პოსტზე 2022 წლის 15 მარტიდან მუშაობდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32290114.html
Source: radiotavisupleba.ge