SIPRI: მსოფლიო თავდაცვითი ხარჯები უმაღლეს ნიშნულზეა

Headline

2019 წელს, მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა ისეთივე მაღალ ნიშნულზე იყო, როგორც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. Stockholm International Peace Research Institute-ის (SIPRI) მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა $1,9 ტრლ. შეადგინა, მაგრამ კორონავირუსულმა პანდემიამ, აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა შეაჩეროს. „ცივის ომის შემდეგ, თავდაცვის ხარჯებმა არნახულ დონეს მიაღწია“, - განუცხადა France Press-ს გამოქვეყნებული ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა. არსებული მონაცემებით, აშშ-ის თავდაცვის ხარჯები მსოფლიოში ყველაზე მაღალია და ის $732 მლრდ-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ჩინეთია $261 მლრდ-ით. მესამე ადგილზე ინდოეთია $71,1 მლრდ-ით. რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს $65,1 მლრდ-ის ოდენობით, ხოლო მეხუთე ადგილზე კი საუდის არაბეთია $61,9 მლრდ-ით. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, თავდაცვითი ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა გერმანიას ჰქონდა და 2019 წელს ის 10%-ით გაიზარდა. ანგარიში ავტორთა მოსაზრებით, კორონავირუსული პანდემია გარკვეულ შესწორებებს შეიტანს თავდაცვითი ხარჯების განხორციელებაში. მრავალი ქვეყანა გადახედავს საკუთარ ბიუჯეტს და სავარაუდოდ უფრო მეტს დახარჯავს ჯანდაცვასა და განათლებაზე, ვიდრე შეიარაღებაზე. „ამავდროულად, აღნიშნული ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება. მსგავსს მიდგომას მსოფლიოს სახელმწიფოები მაქსიმუმ 3 წელი გამოიყენებენ და შემდეგ კვლავ გაიზრდება თავდაცვითი ხარჯების ზრდა“, - განაცხადა SIPRI-ს მკვლევარმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Global military expenditure sees largest annual increase in a decade—says SIPRI—reaching $1917 billion in 2019 (27.04.2020), www.sipri.org #SIPRI #weapon #world #budget #headline