ზუგდიდში მდინარეში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს
On.ge
მაშველებმა ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კილომეტრში იპოვეს.
https://on.ge/story/59846-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1
დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
#News