20-წამიანი კოვიდ-19-ის ტესტი

ამერიკის ხმა

ბრიტანეთში 2010 წელს დაფუძნებული სტარტაფი "აიაბრა" აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის 20-წამიანი ტესტი შექმნა. ახალ კორონავირუსზე ანალიზი ნერწყვით კეთდება და კომპანიის თქმით, მისი მგრძნობელობა 99.8%-ს შეადგენს, სპეციფიკურობა კი 96.7%-ს.  კომპანია "აიაბრა" აცხადებს, რომ ტესტის გამოცდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მიმდინარეობდა. ტესტერის სახელია "ვიროლენსი". კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი გრეგ კომპტონი ამბობს, რომ მათი "სისტემა დინამიურ გარემოში [კოვიდ-19-ის] დიაგნოზის დასმის მარტივი, ძალიან სწრაფი, სანდო და იაფი საშუალებაა".     https://www.amerikiskhma.com/a/british-company-launches-20-second-covid-19-test/5578258.html #ახალი_ამბები #ყველაფერი_კორონავირუსზე