ცესკოსთან დაშავებულმა ორმა ადამიანმა საავადმყოფო დატოვა
Tbilisi Daily
წუხელ ცესკოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად 2 დაშავებული ნიუ-ჰოსპიტალში მკურნალობდა. მათ შესაბამისი სამედიცონო დახმარება გაეწიათ და უკვე ბინაზეც გაეწერნენ.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას განცხადებით, ერთ-ერთ კაცს კოჭ-წვივის არეში მსუბუქი ტრავმა აღენიშნებოდა. მისივე განმარტებით, მეორე დაშავებული უჩიოდა გულ-მკერდის არეში ტკივილს და აღენიშნებოდა დაჟეჟილობები, ასევე ჰქონდა მარჯვენა თვალბუდის დაზიანებაც.