ბათუმის კლინიკა "მედალფაში" ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142147
ბათუმის კლინიკა "მედალფაში" ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ლევან ანთაძე ავრცელებს. მისივე თქმით, "მედალფაში" ამ დროისთვის მკურნალობას 37 კოვიდინფიცირებული განაგრძობს.
„37 პაციენტია დღეის მდგომარეობით. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ პაციენტებს სხვადასხვა სირთულის პნევმონიები აღენიშნებათ. არიან უსიმპტომო პაციენტებიც“, - განაცხადა ანთაძემ.
ცნობისთვის, დღეს ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში კი ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.