სხვა გამოსავალი არ მქონდა – ფაშინიანი აზერბაიჯანთან შეთანხმებაზე

Pirveliradio Ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსახლეობას Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართა და თავისი გადაწყვეტილება განმარტა. ფაშინიანის თქმით, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. „ახლა ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენო ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედებებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.