რას წერს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავის მეგობარი
Tbilisi Daily
"ვინც გიგას იცნობს, ყველამ კარგად იცის,რომ მისნაირი პატიოსანი და წესიერი პიროვნება, არავისზე არასდროს ხელს არ აღმართავს" , ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიშვილის მეგობარი, ლუკა რთველაძე წერს.
"მოგიწოდებთ ყველას! დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ ისეთი ნაადრევი, უსამართლო და არასწორი ბრალდებებისგან,რომლებმაც შესაძლოა კიდევ ერთ ახალგაზრდას დაუნგრიოს მომავალი“, – წერს ლუკა რთველაძე.